დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმიდან დღეს 27 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 პროცენტზე მეტმა მხარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. რეფერენდუმის დღე აღინიშნა ბათუმში.
სიმბოლურად ოპოზიციური პარტიებისა და “ეროვნული მოძრაობის” წევრები, ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და 27 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. მათ პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდიას ხსოვნას და დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.