ქობულეთიდან ნარჩენები ფოთის ნაცვლად ოზურგეთში მიაქვთ

30 მარტი 2018, 00:00 1755 ნახვა

უკვე ერთი თვეა, ქობულეთიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა ფოთში, არამედ ოზურგეთში გააქვთ. მერია მიზეზად მანძილს ასახელებს, მიუხედავად სიახლოვისა, ფიქრობენ, რომ ზღვის სეზონზე შესაძლოა გარკვეული შეფერხება მაინც წარმოიშვას.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთში ნაგავსაყრელი ბოლო 2 წელია დახურულია. ჩოლოქში მცხოვრები მოსახლეობა ეწინააღმდეგება პოლიგონის არსებობას. მათ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს, რომელიც მერიის მიმართ რეკომენდაციით შემოიფარგლა.

მართალია ადილობრივები ამ წერილის იმედად არიან და ფიქრობენ რომ არცერთ შემთხვევაში იქ ნარჩენებს აღარ შეიტანენ, თუმცა მერია ნაგავსაყრელის მოწესრიგებას გეგმავს და ამისთვის თანხა ბიუჯეტშიც აქვს გათვალისწინებული. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში