საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ქედაში. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე ოპოზიციამ გამოთქვა ინიციატივა ხანძრით დაზარალებულებს დახმარებოდნენ. ასევე, ნაციონალურმა მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ შესყიდვების სამსახურს ანგარიში დღემდე არ წარუდგენია. რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ, განმარტა რომ ხარვეზი უახლოეს სხდომაზე გამოსწორდება. დღეს სხდომაზე ქედის მერი დეპუტატებს გასული 100 დღის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს.