პიროტექნიკის მაღაზია სკოლასთან ახლოს – მშობლები სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და ხანძრის რისკებზე საუბრობენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად პიროტექნიკის გამოყენებაზე ქვეყნის კანონმდებლობაში რეგულაცია არ არსებობს.
ყოველწლიურად, განსაკუთრებით კი ახალი წლის დღეებში, ერთადერთი რასაც შესაბამისი კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი პირები აკეთებენ, მოწოდებაა სიფრთხილისკენ. მშობლები კი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ უზრუნველყონ სკოლასთან ახლოს ფეთქებადი ნივთიერების რეალიზაციის აკრძალვა.