ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისიის წევრები სოციალური სახლის ბენეფიციარებს არჩევენ. ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 40-მა ოჯახმა მიმართა. უკვე დაკმაყოფილებულია 30 განმცხადებელი. სოციალური სახლი სოფელ კაპრეშუმში აშენდება, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას.