წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს - ამის შესახებ პრემიერმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმიდან საქართველოში 2017 წელს 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე - სივრცით განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ტურისტისათვის საინტერესო ყველა მიმართულებით თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანაა.