მოსამართლე შავაძის საჩივარი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში 

26 მარტი 2018, 00:00 2007 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ  საქართველოს უზენაესი სასასამართლოს საკვალიფიკაციო  პალატაში საჩივარი შეიტანა.

მოსამართლე საბჭოს იმ გადაწყვეტკლიბას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მას უარი ეთქვა უვადო  გამწესებაზე. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით,  საბჭოს  15-ვე წევრმა მას მაღალი შეფასება მისცა, თუმცა მიუხედავად ამისა ის უვადო მოსამართლედ მაინც არ  გამწესდა. შავაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში