გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთში. ალამბარი - სახარიას საავტომობილო გზაზე ასფალტ -ბეტონის საფარს აგებენ.
პროექტის ღირებულება 423 ათას 993 ლარია, სამუშაოებს კი შ.პ.ს „გზები“ ასრულებს. მშენებლობის პროცესის გასაცნობად ადგილზე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.