საცხოვრებლისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახი

25 მარტი 2018, 00:00 2854 ნახვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი  ოჯახი თავშესაფრის  გარეშე დარჩა. იაკობაძეების 7 წევრიანი ოჯახი  ცეცხლმა  შემოსავლის გარეშეც დატოვა,  საცხოვრებლის გარდა  მათ ხანძარმა ფუტკრების  ოჯახი და 2 ტონამდე თაფლი გაუნადგურა. დაიწვა ავეჯის საწარმო და დანადგარები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული ხის ავეჯი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძრის დროს ძლიერი ქარი იყო, რამაც ცეცხლის  ლოკალიზებას  ხელი შეუშალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო -სამაშველო ჯგუფები,  რომლებმაც სახლთან ახლოს არსებული დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად  არავინ დაშავებულა. ხულოს მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულები 10 ათას ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ხანძრის გამომწვევი  მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  მომხდარზე   გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი