შსს განცხადება დევდარიანის საქმეზე

24 მარტი 2018, 00:00 1868 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორის – მისამართით არსებულ ბრალდებებზე პოლიციამ გამოძიება 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

უწყების განცხადებით გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი