არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა დღეს მთელი დღის განმავლობაში. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერმა.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, ასევე დედაქალაქის მერი. ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.