სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა

23 მარტი 2018, 00:00 1747 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.

პატრიარქმა ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ გადმოეცა. მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. 

 

ამავე კატეგორიაში