არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

23 მარტი 2018, 00:00 2106 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოხატა. აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ. საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს ახალგორში უკანონოდ დააკავა.

23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ გადმოეცა. მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი