სახიფათო ინტერნეტთამაშის შეთავაზებისთვის შსს-მ საქმე აღძრა

22 მარტი 2018, 00:00 2945 ნახვა

ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთი, ამჯერად საუბარია არა სახიფათო თამაშში სავარაუდო ჩართვაზე, არამედ შეთავაზებაზე. მესამეკლასელი ბავშვის დედა გვიყვება, რომ მოზარდს რამდენიმე უცხო ნომრიდან დაურეკეს და თამაშში ჩართვა ჯერ შესთავაზეს, მოგვიანებით კი დაემუქრნენ.

გამოძიება მშობლის შეტყობინების საფუძველზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა ოფიციალურად არ დასტურდება, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა ოფიციალურად არ დასტურდება, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უყწებებისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე შემთხვევას ახლობლები სწორედ ამ ინტერნეტ-თამაშს უკავშირებენ. ისევე, როგორც ხელვაჩაურის შემთხვევაში, ახლაც კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს სოციალური მომსახურების სააგენტო. შეგახსენებთ, სააგენტომ ბოლო პერიოდში აჭარაში თამაშში ჩართვის 5 შემთხვევა დააფიქსირა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში