ჯილდო აფხაზეთის ომში დაღუპულ ჟურნალისტს

21 მარტი 2018, 00:00 1799 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ბერულავა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრებს გადასცა. ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს.

ამავე კატეგორიაში