პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია მიიღო

21 მარტი 2018, 00:00 2027 ნახვა

106 ხმით პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა – „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში