ენმ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

20 მარტი 2018, 00:00 2436 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. გია აბულაძე ამტკიცებს რომ „ალიანს ფრივილიჯი” 54 სართულიან კომპლექსს ნებართვის გარეშე აშენებს. როგორც უკვე გითხარით, მერიაში ირწმუნებიან რომ ნებართვა ჯერ მხოლოდ პარკინგის მოწყობაზეა გაცემული და იქ ობიექტის მოწყობისთვის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.


უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი მოქმედ მთავრობას იმ პრაქტიკას უწუნებს, რომელსაც თავადაც იყენებდნენ - საუბარია ჩამოწერილ ჯარიმებსა და კომპანიების მიმართ სამშენებლო ვადების გაზრდაზე.

ოპოზიცია გმირთა ხეივნის ტერიტორიაზეც საუბრობს, სადაც მათი თქმით, კორუფციული გარიგებების შედეგად სასტუმროების ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსები შენდება. დღეს პარტიის წევრები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ზურაბ პატარაძე ბათუმში არ იმყოფებოდა.

ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში ყოფნისას უპასუხა. ზურაბ პატარაძის განცხადებით,ქალაქში მშენებლობები კანონის დაცვით მიმდინარეობს, “ალიანს ჯგუფთან” დაკავშირებით კი განმარტავს, რომ ბაზარზე მორიგი ბრენდული სასტუმროს შემოსვლა ზღვისპირა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გმირთა ხეივანს, მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  სასტუმროების პარალელურად საცხოვრებელი აქტიურად კორპუსებიც შენდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი