შუახევში 14 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია - შუახევის მერი

20 მარტი 2018, 00:00 26096 ნახვა

14 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები შუახევში ამ დროისთვის შეჩერებულია. სამაშველო სამსახური მუშაობას ხვალ დილიდან გააგრძელებს, ამის შესახებ მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ განაცხადა.

სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს, დაახლოებით საღამოს 18 საათიდან ეძებენ.

ფრიდონ ფუტკარაძის ინფირმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად სავარაუდოდ წყალში შევიდა. მერის თქმით, მაშველებმა ბურთი წყალში იპოვეს და სამძებრო სამუშაოებიც მდინარე ჩირუხში მიმდინარეობს.

მერის განცხადებით, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურის და  შუახევის მერიის წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი