ქედაში მოსწავლეთა სპორტული ჩემპიონატი დაიწყო. მასში 12 საჯარო და 5 საბაზო სკოლა მონაწილეობს. შეჯიბრება სპორტის 5 სახეობაში მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთში, კალათბურთსა და ფეხბურთში ჩატარდება. მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ. ჩემპიონატისთვის ქედის მერიამ 2 ათას 480 ლარი გამოყო. ოლიმპიადის ორგანიზატორი ქედის რესურსცენტრია.