წლევანდელი საატესტატო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის სკოლებმა მოსწავლეები 2 აპრილამდე უნდა დაარეგისტრირონ. გამოცდები ეგრეთ წოდებული კატის პრინციპით ტარდება, რაც კომპიუტერულ ადაპტირებულ ტესტს ნიშნავს.
საატესტატო გამოცდებზე წელს ცვლილებებია, მოსწავლეები გამოცდის დასრულებისთანავე გაიგებენ ჩააბარა თუ არა საგანი. გამოცდების მინიმალური ბარიერი 5,5-ით არის განსაზღვრული.