ბათუმის მერიის სანდასუფთავების თანამშრომლებმა ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურები გამოიძახეს.
სამშენებლო ნარჩენები სავარაუდოდ მიმდებარედ არსებული დანგრეული საცხოვრებელი სახლებიდან გამოიტანეს. სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის დაბინძურება ერთ კუბურ მეტრზე ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1500 ლარით.