ქედაში, სოფელ დოლოგანში სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ავტომანქანა ინერტული მასის დასატვირთად აჭარისწყლის ნაპირზე მოძრაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყალში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შშს-ს ინფორმაციით გამოძიება არ დაწყებულა, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწერა.