რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 

18 მარტი 2018, 00:00 2211 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საკუთარი არჩევანი სოხუმის მე-14- საშუალო სკოლის შენობაში გახსნილ ეგრეთწოდებულ საარჩევნო უბანზე გააკეთა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 20 ეგრეთწოდებული საარჩევნო უბანია გახსნილი, რომლებიც 20 საათისთვის დაიხურება.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით,  ეგრეთწოდებული საარჩევნო პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს, ყველა უბანზე მოქალაქეთა მაღალი აქტიურობა აღინიშნება. 13 ეგრეთწოდებული საარჩევნო უბანი გახსნილია ოკუპირებულ ცხინვალშიც.  არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევანი ოკუპირებულ ცხინვალში ეგრეთწოდებული რუსეთის საელჩოს შენობაში გააკეთა. ადგილობრივი მედია ეგრეთწოდებული კენჭისყრის აქტიური პროცესის შესახებ წერს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი