საპატრიარქო: “შეხვედრა გვარამიას ინიციატივით შედგა და არა პატრიარქის თხოვნით”

18 მარტი 2018, 00:00 2288 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს პატრიარქთან ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტება გააკეთა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილია მეორე და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ერთმანეთს 15 მარტს შეხვდნენ, თუმცა საპატრიარქო ემიჯნება იმ აზრს, რომ შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით მოხდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით უწმინდესთან შეხვედრა ნიკა გვარამიამ ითხოვა, რომელსაც სურდა პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება ეთხოვა.

საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში ნიკა გვარამიამ ისაუბრა, როგორც აღნიშნა შეხვედრა ერთობლივი სურვილით შედგა, ასევე პატრიარქმა უთხრა, რომ საქმეს კარგად არ იცნობდა და ბევრი პოზიცია ჰქონდა მოსმენილი და თავად ნიკა გვარამიასაც ჰკითხა რას ფიქრობდა. რაც შეეხება შეწყალების ნაწილს რუსთავის 2-ის დირექტორის განცხადებით, მას პატრიარქმა უთხრა, რომ თუ დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და თვლიდა საჭიროდ, რომ პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა ეს აუცილებლად გაეკეთებინა. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქთან ვიზიტი მისთვის დიდი პატივი იყო.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი