რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია

18 მარტი 2018, 00:00 2174 ნახვა

დღეს რუსეთში პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობაზე კენჭს 8 კანდიდატი იყრის. ფავორიტად კი მოქმედი პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი მიიჩნევა, რომელმაც უკვე მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და არჩევანი ტრადიციულად მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა აღინიშნება.პირველი საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გუშინ მოსკოვის დროით 23 საათზე  შორეულ აღმოსავლეთში გაიხსნა.  რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება 80 მილიონზე მეტ ამომრჩეველს შეუძლია. ქვეყნის ტერიტორიაზე 97 ათას 300 საარჩევნო უბანი მუშაობს, საზღვარგარეთ კი 401. წელს რუსეთში ამომრჩეველს ნებისმიერ საარჩევნო უბანში შეუძლია თავისი არჩევანის გაკეთება. 

ადრე საარჩევნო კომისიები ამ უფლებას ადმინისტრაციული რესურსისა და  ეგრეთწოდებული კარუსელებისათვის იყენებდნენ და მას მრავალრიცხოვანი სკანდალი ახლდა თან.  წელს კი  საარჩევნო უბნის შეცვლის შესახებ საჭირო იყო 12 მარტამდე განაცხადის შეტანა.  ცესკოს მონაცემებით, 18 მარტის არჩევნებში 6 მილიონამდე ამომრჩეველი ხმის მიცემას ფაქტობრივი  ადგილსამყოფელის მიხედვით შეძლებს.  ამომრჩეველთა მობილიზების მიზნით კრემლმა საარჩევნო კომისიებს რიგი რეკომენდაციები მისცა.  საარჩევნო უბნებზე ჯილდოების გადაცემით კონკურსები და საოჯახო თამაშები იმართება. გარდა ამისა, ცესკოს გაფრთხილების მიუხედავად,  ქვეყნის მრავალ რეგიონში ამომრჩეველზე ადმინისტრაციული ზეწოლა ხორციელდებოდა, ზოგ სკოლაში კი მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ აგიტაცია ეწყობოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი