სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის კანდიდატურა მოხსნა

17 მარტი 2018, 00:00 2044 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან ზვიად დევდარიანის კანდიდატურა მოხსნა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაში წერია "აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს დაეცვათ საკუთარი უფლებები და განმეორებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია. ამასთან, სახალხო დამცველის აცხადებს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს მხარეებს და მისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა."

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი