საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს. მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა. შევედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.