საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლას ელოდებიან

17 მარტი 2018, 00:00 1863 ნახვა

გუდაურში დაშავებულები მომავალ წელს საქართველოში სტუმრად დაპატიჟა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით მომხდართან დაკავშირებით დღეს ღამით მსოფლიოში ცნობილი კომპანიის "ბიურო ვერიტასის" ექსპერტულ ჯგუფს ელოდებიან, კომპანია ”დოპელმაიერის" წარმომადგენლები კი უკვე საქართველოში არიან. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპერტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ ევროპულ კომპანიასთან. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს.

გადაიხედება თუ არა ხელშეკრულება კომპანია “დოპელმაიერთან” რომელმაც ასევე მწვანე კონცხზე ახალი საბაგირო გზა უნდა გაიყვანოს, მინისტრის განცხადებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. გუშინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა. საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს. "ენერგო პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ რაიმე სახის ძაბვის ცვალებადობასაც

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი