ბათუმის პორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ ამერიკული ხომალდის კაპიტანი და სხვა ოფიციალური პირები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ. სტუმრებს ზურაბ პატარაძემ და ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტებისა და საერთაშორისო დონის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ამერიკელ სამხედროებს მთავრობის თავმჯდომარემ მიაწოდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში,ხაზი გასევა ასევე ნატო-ს ეგიდით შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ხომალდების რეგულარული ვიზიტების მნიშვნელობას.ხვალ გემზე ოფიციალური მიღება გაიმართება , მოგვიანებით კი ამხანაგური მატჩები ფეხბურთსა და კალათბურთში ამერიკელ მეზღვაურებსა და სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის.შეერთებული შტატების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 მარტს დატოვებს.