უკანონო ნაგავსაყრელების გაუქმება იგეგმება

17 მარტი 2018, 00:00 2029 ნახვა

ირემაძეებში და ტაბახმელაში არსებული უკანონო ნაგავსაყრელების გაუქმება იგეგმება. კახაბერ გუჩმანიძის განცხადებით სოფლების ნარჩენებისგან გათავისუფლების შემდეგ ტერიტორიებზე მწვანე საფარი მოეწყობა, ასევე განთავსდება საინფორმაციო აბრა. პროექტს “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები” კავკასიის გაერთიანების გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “სენი” ახორციელებს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაიტანენ. სალიკვიდაციო ღონისძიებებზე 25 ათასი ლარი დაიხარჯება. ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაცია “სენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში