წინ ერთი, მესამე და საბოლოო მოსმენაა. უმაღლესი საბჭო, აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებს, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დოკუმენტი მეორე მოსმენით უმაღლესმა საბჭომ, 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა. კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღია “ევროპულ საქართველოს”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი განხილვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. ოპოზიციის არგუმენტები ასეთია: შენიშვნები არ არის გათვალისწინებული და დოკუმენტი რეგიონის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული. არსებული პროექტით რჩება შერეული საარჩევნო სისტემა, რაც 2020 წლის და მომდევნო არჩევნებზეც პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს ითვალისწინებს.