ბორდის წევრობის 12 კანდიდატიდან უმაღლესმა საბჭომ ბესიკ ლილუაშვილი აირჩია

16 მარტი 2018, 00:00 2463 ნახვა

ოპოზიციის წინასწარი ვარაუდი გამართლდა – მმართველმა გუნდმა მხარი ბესიკ ლილუაშვილს დაუჭირა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო.”

მონაწილეობა მიიღო, თუმცა მხარი არ დაუჭირა “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა, მოწინააღმდეგეთა შორის როგორც ჩანს ერთ-ერთი მმართველი გუდნიდანაცაა, რადგან კიდევ ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა შორის იყო ნათია სირაბიძე, რომელიც წინასწარ ვარაუდობდა, რომ მას მხარს არ დაუჭერდნენ.

პარლამენტისთვის ერთი კანდიდატის წარდგენას აპროტესტებს ოპოზიცია, ფიქრობენ, რომ უფრო დემოკრატიული იქნებოდა 3-ის წარდგენა, რისი უფლებაც წარმომადგენლობით ორგანოს, ანუ ამ შემთხვევაში წარმდგენ სუბიექტს ჰქონდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი