უმრავლესობამ საზმაუს ბორდის წევრობის სამი კანდიდატი წარადგინა

16 მარტი 2018, 00:00 2306 ნახვა

ია მამალაძე, ზაზა შათირიშვილი და მალხაზ ასლამაზაშვილი  - პარლამენტის უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატებიდან შეარჩია. 

პარლამენტის მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააცნო.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი 12 კანდიდატიდან აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშილის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს. 

წარდგენილი კანდიდატებიდან ია მამალაძეს ყველაზე მაღალი ქულა აქვს , მას კანდიდატების შესარჩევი კომისიის ცხრა წევრიდან ყველამ დადებითი შეფასება მისცა.

საპარლამენტო უმცირესობამ თავის კანდიდატად ნინი კაკაბაძე დაასახელა, სახალხო დამცველმა კი არჩევანი ზვიად დევდარიანზე გააკეთა.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს წევრებს მომავალ სასესიო კვირაში უყრის კენჭს, ბორდში 4 ახალი წევრი უნდა შევიდეს.

კანდიდატების დამტკიცებას პარლამენტის მარტივი უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი