ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გრანპრი აიღო. “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალზე” ენვერ ხაბაძის ანსამბლი 4 მარტს გაემგზავრა. იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე ეს ანსამბლის პირველი გასტროლი იყო. ფესტივალში 20 ქვეყნის ანსამბლები მონაწილეობდნენ. დღეს ქალაქი მერი, ლაშა კომახიძე ანსამბლის წვერებს შეხვდება.