ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, მილიონ 600 ათას ლარიანი პროექტით გათვალისწინებულია მთლიანი ქუჩის მოასფალტება და საგზაო მონიშნვების მოწესრიგება. მერიაში აცხადებენ, რომ მოასფალტების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ზებრა გადასასვლელები დაიხაზება. ასევე გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.
მერის მოადგილის ინფორმაციით, რომ ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.