ჩაქვში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

15 მარტი 2018, 00:00 2042 ნახვა

ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩის მესამე შესახვევში მცხოვრები მოსახლეობა გზის რეაბილიტაციასა და  წყლის სისტემის მოწყობას ითხოვს.  მათი თქმით, ამორტიზირებული გზა ხეების გადატანისას მოძრავმა მძიმე ტექნიკამ, კიდევ უფრო დააზიანა.


რაც შეეხება წყალს,  მოსახლეობის ინფორმაციით, სისტემა აღნიშნული ქუჩის მხოლოდ მცირე ნაწილში მოეწყო. 40 ოჯახი კი საკუთარი  ჭებით  მარაგდება, რომლებიც ზაფხულში შრება. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ  გზები მოწესრიგდება, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებენ.

აჭარის საგზაო გზების  დეპარტამენტში  კი ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება. შპს „ბათუმის წყალში, წყლის სისტემის მოწყობის ვადებს ვერ აკონკრეტებენ.  პრესსამსახურის განცხადებით, პრობლემა წლის ბოლომდე უნდა მოგვარდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი