ოპოზიციის მიმართვა

15 მარტი 2018, 00:00 1781 ნახვა

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლის ფარგლებშიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში.

პარტიების კიდევ ერთი მოთხოვნაა მიმდინარე პრემიერ–მინისტრი პარლამენტში მივიდეს და დეოკუპაციის პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში გაიმართოს.

პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ დროულად მიიღონ რეზოლუცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საკითხზეც, სადაც ასახული იქნება ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივა.

პარტიები ასევე ითხოვენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში, საქართველოს შსს–სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ქვედანაყოფების გააქტიურებას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ოთხპუნქტიანი მიმართვა ასახული იქნება სპეციალურ განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა პრემიერ–მინისტრის 11 მარტის განცხადების საპასუხოდ მოამზადეს. განცხადებას 12 ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი