კალათბურთში ბათუმის გუნდი მარნეულთან დამარცხდა

15 მარტი 2018, 00:00 2709 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 23-ე ტური ბათუმის გუნდმა მარცხით დაასრულა. ბათუმელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ მარნეულის  „დელტას“ დაუპირისპირდნენ და 10 ქულის სხვაობით 88:77 დამარცხდნენ. ყველაზე შედეგიანი „დელტას“ ლეგიონერი დეონდრე რეი იყო, რომელმაც გუნდს 25 ქულა მოუტანა.

მარცხის შემდეგ, „ბათუმს“ პირველ ოთხეულში მოსახვედრი შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. 

ბათუმური გუნდი, სუპერლიგის მომდევნო შეხვედრას 25 მარტს, თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, სახლში გამართავს.

სპორტული სიახლეები ვრცლად  იხ. ლინკზე: https://www.facebook.com/SportClubAjaratv/

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში