ევროპარლამენტმა საქართველოს 45 მლნ ევრო გამოუყო

15 მარტი 2018, 00:00 2019 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა,  108 წინააღმდეგი იყო. ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი რომ დაფაროს 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონს კი – გრანტის სახით მიიღებს.  

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი