მარტოდ დარჩენილი ოჯახი ხულოში - ამჯერად სოფელ მახალაკურზე მოგიყვებით სადაც ხუთსულიანი ოჯახი სოფელში მარტო ცხოვრობს. შესაძლოა ამ სოფელში მალე აღარავინ დარჩეს, ვინაიდან ეს ოჯახი 25 ათასლარიან ეკომიგრანტთა პროგრამაშია ჩართული. როდის დატოვებენ სოფელს ჯერ არ იციან, ოჯახისთვის თანხა საკმარისი არაა.
სოფელში არსებული პირველი საფეხურის სკოლა დაშლილია, დაშლილია საცხოვრებელი სახლების უმეტესობა. დაცლის პირასაა სოფელი ოშანახევიც, იკლო შობადობის მაჩვენებელმაც. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ხულოს მერია? მიგრაციის შესაჩერებლად ტურიზმის განვითარებას, გაზიფიცირებას და გზების მოწესრიგებას გეგმავენ.