ბათუმის საკრებულოში, ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა, ფრაქციის სხდომა გამართეს, სადაც ქალაქის მერი მიიწვიეს. ლაშა კომახიძე სხდომაზე დღეს არ მისულა.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მერი შეკითხვებზე პასუხების გაცემას გაურბის. პარტიის წევრებს კითხვები აქვთ, თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე, ქალაქში არსებულ მშენებლობებზე, საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის საკითხზე, ასევე პეტროზავოდსკში დაგეგმილ ღონისძიებასა და უფასო სასადილოებში არსებულ პრობლემებზე.
ბათუმის მერი განმარტავს, რომ სხდომაზე დასწრება, დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო. ამის შესახებ კი ფრაქციას წინასწარ, წერილობით აცნობა.
‘’ნაციონალურმა მოძრაობამ’’ სხდომაზე მიწვევის მოთხოვნით ლაშა კომახიძეს, 7 მარტს მიმართა. პარტიაში ადასტურებენ, რომ მერიისგან წერილი გუშინ მიიღეს.