კვების ობიექტი ბათუმში საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობაში

12 მარტი 2018, 00:00 3575 ნახვა

მემედ აბაშიძის ქუჩის 40 ნომერში მდებარე ობიექტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ყოფილი შენობა აუქციონის წესით გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აუქციონში ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და მან ობიექტი მილიონ 755 ათას ლარად შეისყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში მესაკუთრემ  ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულება სამინისტროს უნდა წარუდგინოს. ხოლო სამი თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოები დაიწყოს. კვების ობიექტი 2 წლის ვადაში უნდა გაიხსნას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი