იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ 5 საკითხს შორის ერთ-ერთია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წესში ცვლილებების შეტანა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, იმისათვის, რომ პროცესი იყოს გამჭირვალე და კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს, საჭიროა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაატაროს არა იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, არამედ ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა.