ბელგიიდან შეერთებულ შტატებში

11 მარტი 2018, 00:00 1876 ნახვა

ბელგიის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. თუმცა მანამდე ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ესაუბრა. მან ნატოსა და ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან  ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

გიორგი მარგველაშვილმა გაამახვილა ყურადღება იმის აუცილებლობაზე, რომ ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება შეუნელებელი უნდა იყოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კი გიორგი  მარგველაშვილი კონგრესში, რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს, ღონისძიება გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, ასევე უნივერსიტეტებში და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი