გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო გამოძიება პოლიციამ ავტოავარიის ფაქტზე, რომლის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაშავდა.
შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული თავის ტვინის შერყევით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.