პრეზიდენტის გზავნილი ბრიუსელიდან

10 მარტი 2018, 00:00 2116 ნახვა

“ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას” -ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.  მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს  სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს. ფორუმზე  საუბარი შეეხო ასევე კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და რუსულ  პროპაგანდას.

გიორგი მარგველაშვილისთვის   მნიშვნელოვანია, რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ - საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად. ”იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი. რუსები ძალიან პირდაპირები  არიან. რუსები 2007 წელს, საქართველოსთან ომის დაწყებამდეც პირდაპირები იყვნენ და ომის შემდეგაც-“ განაცხადა   პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში