დინამოს მორიგი მარცხი

10 მარტი 2018, 00:00 2734 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურიც მარცხით დაასრულა. ბათუმელები, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მცხეთის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 72-ე წუთზე გავიდა - პაატა ღუდუშაურის წამოწყებული შეტევა, ცოტნე მოსიაშვილმა გოლით დაასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ლიგა 2-ის მეორე ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც აქტივში 0 ქულა აქვს, შესაბამისად ის გათამაშების ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ვიტ ჯორჯიას“, მცხეთელებს 4 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონატის სათავეში მოექცნენ.

ეროვნული ლიგა 2-ის მომდევნო ტურის შეხვედრას „დინამო“ ქობულეთის „შუქურას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი შაბათს,17 მარტს, ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში