ოპოზიციის ბრალდება

10 მარტი 2018, 00:00 1422 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს რომ გელაურის , ემტეესისა და კარიერის უბნების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი ერთი თვის წინ დასრულდა თუმცა მერია კომპანიებთან ხელშეკრულების დადების პროცესს გამიზნულად წელავს,რის გამოც ქუჩების რეაბილიტაცია ჭიანურდება.

ამ განცხადებას ქობულეთის მერი უპასუხისმგებლოს უწოდებს და განმარტავს, რომ სამუშაოების დაწყებამდე კომპანიებთან კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შეგროვება და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული პროცედურები მიმდინარეობს რომელთა ვადები დარღვეული არ არის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში