ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში გამართა. შეხვედრებზე კი არჩილ ტატუნაშვილის საქმე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.