აჭარის მთავრობის განცხადება

10 მარტი 2018, 00:00 1975 ნახვა

გაიოზ ფარცხალაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და ზვიად ბურჭულაძე.  ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი  კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განახლებული დარგის ახალი სპეციალისტები არიან. აჭარის მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. როგორც აღნიშნულია განახლებული საბჭო არ წარმოადგენს საბოლოო შემადგენლობას, იგი გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსითაა შექმნილი და ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებაა.

  საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე დარგის სპეციალისტის მოძიება მიმდინარე პროცესშია. განცხადებაში წერია, რომ აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა როგორც საზოგადოება „ბათომის“, ისე დარგის სხვა სპეციალისტების რეკომენდაციები. ე.წ.ზონალური საბჭოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე, ხოლო  დარგის ახალი სპეციალისტების მოძიების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სხვა საჯარო მოხელის ჩანაცვლებაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი